ტყის ხანძრებს და ანომალიურ სიცხეს ებრძვიან ევროპის ქვეყნები.
ევროკავშირის კლიმატური ცვლილებების სამსახურის ცნობით, ივლისი დედამიწაზე ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი იყო. ერთ-ერთ მიზეზად გლობალური კლიმატური მოვლენის, ელ ნინიოს, ანუ წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურული რყევა სახელდება, რაც კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს. მკვეთრად არის მომატებული გლობალური საშუალო ტემპერატურა. მაღალმა სიცხემ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდა იტალიაში, რამდენიმე ქალაქში განგაში გამოცხადდა. რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა ესპანეთში, ჩეხეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთშიც. იმატა სატყეო ხანძრების შემთხვევებმა. დასახლებულ პუნქტებამდე მიღწევის გამო სტიქიის რამდენიმე ზონიდან მოქალაქეების ევაკუაციაც გახდა საჭირო. მეტეოროლოგების პროგნოზი დამაიმედებელი არ არის.