მაღალი რანგის სტუმრები თბილისში

ხვალიდან ორი დღის განმავლობაში თბილისი პოლონეთის, ლიეტუვას და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და ასევე, უკრაინის ვიცე-პრემიერს უმასპინძლებს. მაღალი რანგის სტუმრები თბილისში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად ჩამოდიან.

10 წლის წინ, როდესაც რუსული ტანკები ჯერ თბილისისკენ იყო მომართული, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერები, დედაქალაქის მთავარ მოედანზე იდგნენ.

ხუთდღიან ომს 169 სამხედროს, 228 მშვიდობიანი მოქალაქის და 14 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა.

ქართული სოფლები ინტენსიურად იბომბებოდა. 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოსკოვის მხრიდან დღემდე შეუსრულებელია. მცოცავი ოკუპაცია ამ დრომდე გრძელდება.