მაღალი მოდის ისტორია სათავეს 1858 წელს იღებს და მისი დაარსების ამბავი დიზაინერ ჩარლზ ფრედერიკ ვორთთან ასოცირდება. ინგლისელმა დიზაინერმა შექმნა პირველი Haute Couture კოლექცია პარიზში და ის მთლიანად ფუფუნებას, ელეგანტურობასა და ფემინურობას მიუძღვნა. ჩარლზ ფრედერიკ ვორთი იყო ადამიანი, რომელმაც მოდას უნიკალური შანსი მისცა თავისი შესაძლებლობები გამოევლინა, რაც ინდუსტრიას თითქმის ორი საუკუნეა არც შეუწყვეტია.
ქეთი ბახტაძემ შეაგროვა ცნობები მაღალი მოდის ისტორიიდან.
ახალი დღე