მადლობის წერილი მიხეილ სააკაშვილს

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსთვის კითხვარის გადაცემისთვის, მადლობას უხდიან. სამადლობელი წერილი მათ ფოსტით გაუგზავნეს პატიმარ სააკაშვილს, მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის როლი ამ პროცესში დიდია, რადგან მან სწორი რეფორმები გაატარა.