„მადლიერების დღის“ შტორმი შეერთებულ შტატებში
ამერიკის შეერთებულ შტატებში „მადლიერების დღის“ შტორმი გრძელდება. ინტენსიური წვიმისა და ძლიერი ქარის შედეგად ავიარეისების გადადებამ, გზებზე შეფერხებებმა და ელექტროენერგიის გათიშვამ, მოსახლეობას წლის განმავლობაში შიდა მოგზაურობებით ყველაზე მეტად დატვირთულ პერიოდში სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მეტეოროლოგები ხვალ დილიდან შტორმის გააქტიურებას ორი მიმართულებით კვლავ ელოდებიან. ორი დღის წინ დაწყებულმა შტორმმა ელექტროენერგიის გარეშე მილიონამდე ადამიანი დატოვა.