მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრა ამომრჩევლებთან

„ქართული ოცნების“ ახმეტა-თელავი-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მეწარმეებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ყვარელში შეხვდა. ისაუბრეს კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მევენახეებისთვის ვაზის ნერგებით დახმარების საკითხზე, პროფესიული სასწავლებლების მნიშვნელობასა და გაძლიერებაზე, ასევე მეღვინეობის, მევენახეობისა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე.