წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს მმართველი გუნდი. სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინიციატივით, ჯავახეთის გამზირზე, მედიათეკას ეზოში, საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა. ყველაზე მწვავედ საბავშვო ბაღების ავტორიზაციისა და იმ აღსაზრდელების პრობლემა დგას, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის მერე შეუსრულდათ, რის გამოც, მათ სკოლაში არ იღებენ. მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ სამგორის რაიონში 27 მოქმედი საბავშო ბაღია და სამი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებსაც ავტორიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ.