წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბათუმში ჩავიდნენ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები. მათ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მანდატებისთვის, ბათუმიდან – რომან ჯიქია, ქობულეთიდან – რუსუდან ოქროპირიძე, ქედა, ხულო, შუახევის ოლქიდან კი – დალი ტაკიძე იბრძოლებენ.
რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, „თავისუფალი საქართველოდან“ ბათუმში სულიკო მიქელაძეა წარდგენილი, ხოლო ქედა, ხულო, შუახევის ოლქში – ბაადურ რიჟვაძის კანდიდატურა.