ოპოზიცია რეგიონებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე ვერ შეთანხმდა. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი კანდიდატების წარდგენას ყველა ოლქში გეგმავს. ოფიციალურ კონკრეტულ სიას, ყოფილი სახელისუფლებო პარტია უახლოეს დღეებში წარადგენს. მანამდე, #მოამბეს კანდიდატების ნაწილი უკვე უდასტურებს, რომ მანდატისთვის საარჩევნო ბრძოლაში ერთვება. რუსთავში დავით კირკიტაძე, თელავში კი, გიორგი ბოტკოველი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იქნებიან. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონებში კანდიდატების სიმრავლე და კონკურენცია უკეთესი გადაწყვეტილებაა.