აღდგომა ახლოვდება. იერუსალიმში კი მაცხოვრის აღდგომის ტაძარი გაურკვეველი ვადით დაიხურა.
გადაწყვეტილება მართლმადიდებელი, კათოლიკური და სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს. სხვადასხვა კონფესიის მღვდელმთავრების გაღიზიანება იმ გადასახადებმა გამოიწვია, რომელსაც იერუსალიმის მუნიციპალიტეტი ტაძრებთან არსებული სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა კომერციული დაწესებულებებიდან მიღებული შემოსავლიდან ითხოვს.
1900 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღდგომის ტაძრის კარი პოლიტიკური მიზეზით დაიხურა.