კინოთეატრ „ამირანში“ რეჟისორ ელენე მიქაბერიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ლურჯი მოცვი“ ეროვნული საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ფილმში მელაძეების ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან სულ რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს. ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით შეიქმნა. კინოსურათს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე საფრანგეთის და ბელგიის ეროვნული კინოცენტრები და დოჰას კინოინსტიტუტი. საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ფილმი კინოგაქირავებაში ჩაეშვება.