ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის გამო არ აღიარა. ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „დიდი საუბარი პრეზიდენტთან”განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, მზად იყო აღიარებისთვის, თუმცა, იგი ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ხავიერ სოლანამ გააფრთხილა, რომ აფხაზეთის აღიარებით, იზოლაცია ემუქრებოდა.