ლუკა ჭოჭუა პირველი არხის სპორტული კომენტატორია, თუმცა მისი კარიერა სპორტით არ დაწყებულა. ის პროფესიით იურისტია და წლების განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობდა.
სპორტთან რაგბის სიყვარულმა დააკავშირა და ბოლოს ეს სიყვარული პროფესიადაც აქცია. მაყურებელი მას ხმით უფრო იცნობს, ვიდრე გარეგნობით, რადგან სპორტული მატჩების წაყვანის დროს, მხოლოდ მისი ხმა გვესმის. პროფესია – სპორტული კომენტატორი დღეს პროექტ “თქვის” მთავარი თემაა.