გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. გაიმართა შეხვედრა ლუიზა ვინტონთან. საუბარი შეეხო, „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ყურადღება გამახვილდა პირბადის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ მოწყვლადი ჯგუფებისა და პირველ ხაზზე მომუშავე საჯარო მოხელეების დამცავი საშუალებებით აღჭურვის მნიშვნელობა, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის.