ლუგარის ლაბორატორიის განცხადება

 აშშ-ის ელჩი ლუგარის ლაბორატორიაზე გაკეთებული განცხადებების გამო, შეშფოთებულია. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს კონკრეტული კომენტარები ან ავტორები არ დაუსახელებია, თუმცა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ლაბორატორიის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი. ლუგარის ცენტრი, სადაც ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ზე ასეულობით ადამიანის მასალებს იკვლევენ, ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა რუსეთიდან თავდასხმების ობიექტი.

რამდენჯერმე გავრცელდა მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიხედვით, ლაბორატორიას სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ, მას ამერიკის მიერ წარმოებული ექსპერიმენტების ადგილიც უწოდეს. ბოლო ასეთი განცხადება 12 აპრილით თარიღდება.

ნათია ქენქაძე გვეტყვის, როგორია აშშ-ის ელჩისა და ოფიციალური თბილისის პასუხი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზანმიმართულ კამპანიაზე.