ლტოლვილთა დღე მულტიეთნიკური ხელოვნების კონცერტით და გამოფენა-გაყიდვით აღინიშნა.
მონაწილეობა მიიღეს იძულებით გადაადგილებულმა ბავშვებმა. ღონისძიებას დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლები დაესწრენენ. გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, 2001 წლიდან ეს დღე ყოველ წელს აღინიშნება.