ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა. ღონისძიების მიზანი, მსოფლიოში იმ 100 მილიონამდე ადამიანის მხარდაჭერაა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულები არიან. ღონისძიება საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოსა და გაერო-ს წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა. სოლიდარობის მარშს საქართველოში გაერო-ს ხელმძღვანელი, ქვეყნის ელჩები, გაერო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.