ცესკო-ს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხი, ხმის დათვლის პროცესის ვიდეომონიტორინგის წესის განსაზღვრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა არჩევნებში, საჩივრების ელექტრონულად წარდგენის მნიშვნელობა და სხვა საკითხები.
გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, ცესკო-ს მიერ მიღებული კენჭისყრის დღის ეპიდემიური პროტოკოლის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს.
სახალხო დამცველის თქმით, ინფორმაცია მიიღო მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მისი რეკომენდაციაა, რომ აქტიური საინფორმაციო კამპანიით ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ და რა პროცედურების გავლით მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას.