ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დაცვის სისტემასა და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების დამატებით ბატალიონს გზავნის. ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პენტაგონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალურად განხილვის შემდეგ მიიღო. ასევე, ოსტინის თქმით, შეერთებულ შტატებს რეგიონში განლაგებისთვის მზადყოფნაზე დამატებითი ჯარები გადაჰყავს, თუმცა რა რაოდენობაზეა საუბარი, არ აკონკრეტებს.