ლოიდ ოსტინის გამოხმაურება

მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმაც. ლოიდ ოსტინმა კალიფორნიაში, რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე კიდევ ერთხელ დაადასტურა შტატების მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, მაგრამ ამასთან ერთად თქვა, რომ ამერიკა მუდმივად ახსენებს ისრაელს, რომ საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ოსტინმა განაცხადა, რომ ეს არის არა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზანი, არამედ ამას ისრაელისთვის სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს.