საქართველოში ლიტვის პრემიერ-მინისტრი იმყოფება.
საულიუს სკვერნელისი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მანამდე პრემიერს პრეზიდენტმა უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები.
ლატვიის პრემიერის ოფიციალური ვიზიტი დღეს გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრით დაიწყო.