რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული სასამართლო ე. წ. ლისის ტბის საქმეზე.
სარჩელი ახალგაზრდა ადვოკატებმა წარადგინეს. საუბარია ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანისა და მამუკა ხაზარაძის დავაზე. ახვლედიანი დაზარალებულად ცნობას ითხოვს. მისი მტკიცებით, საქმეზე თბილისში მიმდინარე პროცესები ხანდაზმულობიდან გამომდინარე ბოლომდე არ მივიდა და გარკვეულ ეტაპზე შეწყდა. ჯერი ახლა სტრასბურგზეა. ახვლედიანს, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ლისის ტბის ნაკვეთების წართმევაში ადანაშაულებს, საქმის მოგების იმედი აქვს.
ადვოკატის განმარტებით, რამაზ ახვლედიანს 2006 წლის 4 ნოემბერს, კუთვნილი ქონება იძულებით დაათმობინეს.