ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესი შეჩერდა. გადაწყვეტილება თბილისის მერიამ უკვე მიიღო.
რაც შეეხება უკვე დაწყებულ მშენებლობებს, მათ პროცესის დასრულების საშუალება მიეცემათ, თუმცა აღნიშნული მშენებლობები კონკრეტულ შეზღუდვებში მოექცევა, რომელსაც მერია დაადგენს.
განაშენიანების პროცესი შეჩერებულია დიღმის ჭალებში და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.