„წიგნების კითხვის ფესტივალი“ ლისის ტბაზე

დღეს, დილიდან საქართველოს პირველი არხი ლისის ტბაზე გელოდებათ. „წიგნების თაროს“ ორგანიზებით, ლისის ტბაზე დღეს „წიგნების კითხვის ფესტივალი“ იმართება.

მთელი დღის განმავლობაში სტუმრები შეძლებენ, ბუნებაში მოწყობილ კომფორტულ გარემოში იკითხონ, ეწვიონ სამკითხველო სივრცეებს, ითხოვონ ან გაცვალონ წიგნები და ლიტერატურასთან დაკავშირებით, რჩევებიც მიიღონ.

გენო ოსიყმაშვილი გვეტყვის, რა გველოდება ლისის ტბაზე.