ზესტაფონ ქალაქობის საიუბილეო კვირეული ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალით „სულიკო 2023“ გაიხსნა. ფესტივალში იმერეთის მუნიციპალიტეტების მუსიკალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ცხრაწყაროს განახლებულ თეატრონზე მუსიკალურმა შემსრულებლებმა საკონცერტო პროგრამა წარადგინეს. ინდივიდუალური და საგუნდო შემსრულებლები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. გრანპრი გადაეცა ზესტაფონის ანსამბლს ,„ბერმუხა“, ხოლო პირველი ადგილი თერჯოლის ანსამბლს „იამე“ ერგო. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.