პოეტისა და საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომლის, ლილი გოგებაშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.
მწერალთა სახლში „აფხაზეთი მალე დაგვიბრუნე, ღმერთო“ და „ფერისცვალებას ველი“ – ასე ჰქვია ნაწარმოებებს, რომელზეც პოეტი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ლილი გოგებაშვილის ლექსები 1968 წლიდან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. ავტორს გამოცემული აქვს სამი საბავშვო და ერთი კრებული მოზრდილთათვის.
პოეტი საზოგადოებრივ რადიოში 1969 წლიდან მუშაობს.