მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ცნობილი საესტრადო შემსრულებლის შემოქმედება გაცოცხლდება. ლილი გეგელიას სიმღერებს სხვადასხვა თაობის მომღერლები შეასრულებენ. საღამო საქართველოს დამსახურებული არტისტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ცნობილი მომღერლის კომპოზიციებს ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად, პირველი არხის პროექტის, „რანინას“ სოლისტები შეასრულებენ. საიუბილეო საღამო მარჯანიშვილის თეატრში 6 ნოემბერს გაიმართება.