საქართველოს პირველ არხს ლიეტუვის ელჩი ესტუმრა. გაიმართა შეხვედრა არხის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან. დიპლომატი პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების სამუშაო გარემოს გაეცნო. როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პირველი არხი მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად.