„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, გსურთ მომავლის დაკარგვაც,“ – ამ განცხადებას, რომელიც ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, მმართველ გუნდში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკვე დაკარგულ ნაწილად გამოცხადება წინააღმდეგობაში მოდის ლიეტუვის პოზიციასთან, რადგან ქვეყანა როგორც მეგობარი და პარტნიორი, ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის.
მოვუწოდებ პავილიონისსა და მის მეგობრებს, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ოკუპაციასთან დაკავშირებით მიუღებელი განცხადებები, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.