საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
დღეს ილიას ზუროსის გუნდი კაუნასში ამხანაგურ მატჩს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში სლოვენიის, კაბო ვერდესა და ვენესუელის ნაკრებებთან ითამაშებს.
ლიეტუვა-საქართველოს შეხვედრა „ჟალგირისი არენაზე“ 20 საათსა 20 წუთზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.