2024 წელს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხებიდან 79 წელი გავიდა. ამ ომში მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო იმ მცირეთა შორის არის, რომელმაც ყველაზე დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო. 700 ათასი მობილიზებული ადამიანიდან, 300 ათასი სახლში აღარ დაბრუნებულა. შემდეგი რეპორტაჟის გმირი, მეორე მსოფლიო ომის გმირია. წელს მას 100 წელი შეუსრულდა. მას რუსუდან ლოლაძე და ირაკლი თელაურიძე შეხვდნენ.