ლიცენზირებული ტაქსები

დედაქალაქში  მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსების  მოძრაობა აიკრძალება.

აკრძალვა ძალაში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევა. მანამდე კი, ერთი წლის განმავლობაში მოსამზადებელი პერიოდი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ტაქსი უნდა აღირიცხოს და შეიქმნას ბაზა.

პირველ ეტაპზე, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება თბილისის მერიიდან ერთწლიანი ნებართვა აიღოს. ლიცენზიის აღება მძღოლებს ელექტრონულად შეეძლებათ, ან გამგეობებში.

ლიცენზიაში შიდაწვის ტაქსები 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომანქანები -50 ლარს გადაიხდიან, ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის კი ნებართვა უფასო იქნება.

ასევე, მალე მძღოლებს საკუთარი მანქანების გადაღებვა მოუწევთ, ვინაიდან, ახალი რეგულაციების მიხედვით, დედაქალაქში ერთი ფერის ტაქსები იმოძრავებენ.

ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და რეგულაციების ჩამონათვალი, რომლებიც უახლოეს მომავალში შევა ძალაში.