ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 378 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ.
უამინდობის გამო, მიგრანტების გემმა კატასტროფა განიცადა. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მიგრანტების უმრავლესობა გადარჩა. ისინი ტრიპოლიში გადაიყვანეს. გადარჩენილ მიგრანტებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
გაერო-ს ინფორმაციით, უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 33 ათასი არალეგალი მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც ევროპაში გადასვლას ჩრდილოეთ აფრიკიდან ან თურქეთიდან იტალიის და საბერძნეთის სანაპიროებამდე მიღწევის შედეგად ცდილობდნენ.