ლიბერალ ქალთა ყოველწლიური კონფერენცია

სასტუმრო „რედისონში“ ლიბერალ ქალთა ყოველწლიური კონფერენცია იმართება – შეხვედრის ფორმატში სხვადასხვა ინტერესის, პროფესიის, პოლიტიკური შეხედულების ქალები ერთიანდებიან. დისკუსიის მთავარი თემები ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამოქალაქო უფლებების გაძლიერებაა. მსჯელობის თემაა ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც. მომხსენებელთა შორის „თავისუფალი დემოკრატების“, „ლელოს“, „რესპუბლიკელებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებიც არიან.