ლიბანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეის სასახლეში უმასპინძლა
ლიბანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ საად ჰარირის ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში უმასპინძლა. ჰარირი პარიზში საუდის არაბეთიდან ოჯახის თანხლებით ჩავიდა.
მხარეებმა ლიბანში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ბოლო დღეებში რამდენჯერმე განმარტა, რომ ოფიციალური პარიზი მზადაა, ლიბანის მთავრობას პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციაში ხელი შეუწყოს.
საად ჰარირი ორი კვირის წინ საუდის არაბეთში ყოფნის დროს გადადგა. იგი მას შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა.