ლია მუხაშავრია ლანჩხუთში მერობისთვის იბრძოლებს

პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ წარმომადგენელი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მერობის კანდიდატი იქნება. მუხაშავრიას წარდგენას ლანჩხუთში პარტიის ლიდერი, დავით ჭიჭინაძე დაესწრო. აღსანიშნავია, რომ „ტრიბუნას“ გარდა, ლია მუხაშავრიას კანდიდატურას მხარს უჭერენ „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ზურა გირჩი ჯაფარიძე“ და „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“.

„ტრიბუნას“ წარმომადგენლებმა ლანჩხუთელებს საარჩევნო პროგრამა და სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. წყლის, გზებისა და ინტერნეტის პრობლემა – ის საკითხებია, რომლის მოგვარებასაც ლია მუხაშავრია მერად არჩევის შემთხვევაში პირველ რიგში აპირებს.