ისტორიულ მამულში აჟღერებული ქართული სიმღერა. ლევილში ქართული ფესტივალი დასრულდა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შეძენილ და რვა წლის წინ დაბრუნებულ მამულს ქართველი მომღერლები, მსახიობები და სპორტსმენები სტუმრობდნენ. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ცხოვრებაზე, ალილოს რეპერტუარი, ფოლკლორი, ქორეოგრაფია და საბრძოლო ხელოვნება – პროგრამა მრავალფეროვანი იყო. ქართული კულტურის და განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული ფესტივალის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
წლევანდელი ფესტივალი მასშტაბურობით გამოირჩეოდა, როგორც ხანგრძლივობის, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. ისტორიულ მამულში რვა კვირის განმავლობაში 700-ზე მეტი მონაწილე ჩავიდა. მათ შორის იყვენენ ცნობილი ქართველი მომღერლები, მსახიობები და სპორტსმენები. ლევილის ქართული ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.