ლევილის ქართველთა მამულში, საქართველოსთვის მამულის გადმოცემის 8 წლის და 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
მონაწილეებმა ლევილის სასაფლაოს მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებების მიმდინარეობისას გაიხსნა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მომზადებული გამოფენა, სადაც წარმოდგენილია წიგნები ტიერი ბერიშვილის პირადი კოლექციიდან. დამზადდა 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფაც, ასევე ლევილის შატოს განახლებულ სივრცეში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია 24 წლის აჯანყების შესახებ. ღონისძიებები, „ქართული ხმების” მუსიკალური სპექტაკლით, „წუთისოფლით” დასრულდა.