მსოფლიო პრემიერის შემდეგ ლევან თუთბერიძის „მოირას“ ქართველი მაყურებელიც ნახავს.
შაბათს ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი ჩვენებას საკუთარ გვერდზე „ფეისბუქ-ლაივის“ ფორმატში გეგმავს. ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ძმების ისტორიაზე გადაღებული ფილმი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.