აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სისტემატური დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.