ლევან ხაბეიშვილის საქმეზე, დღევანდელ პროცესზე მხარეების წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ დასაშვებად ცნო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. შეგახსენებთ, საქმე ეხება 2020 წელს თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის სხდომაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.