„ნაციონალური მოძრაობა“ სემეკს ოფიციალური წერილით მიმართავს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სემეკში რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს. პარტიაში დოლარის კურსის ცვლილებისა და ლარის გამყარების ფონზე, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადის გაიაფებას ითხოვენ.