პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ საწვავის ფასები გააპროტესტა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, 2012 წელს 20 ლიტრი საწვავის ყიდვა 29 ლარად და 50 თეთრად იყო შესაძლებელი, ახლა კი, მისი თქმით, ადამიანებს იგივე რაოდენობის ბენზინში 62 ლარის გადახდა უწევთ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს მოსახლეობას, თუ რატომ არის გაორმაგებული საწვავის ფასები.