საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს პრეზიდენდობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბში გამართულ ბრიფინგზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სატრანსპორტო სამსახურში დასაქმებულთა სია წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და სადაც ირკვევა, რომ აღნიშნული პირები სალომე ზურაბშვილისთვის ხმის მიცემას ადასტურებენ.
გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა მათ ადმინისტაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები გამოიძიონ.
ბრალდებას პასუხობენ სატრანსპორტო კომპანიაში და განმარტავენ, რომ აღნიშნული მიზანმიმართული პროვოკაცია და სრული სიცრუეა.
ფაქტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თბილისის მერმა ერთ-ერთ თანამშრომელს დაურეკა და ჰკითხა, თუ ვის აძლევს არჩევნებზე ხმას, მან კი უპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს.