ლევან ხაბეიშვილი საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საჩივრით მიმართავს და ვახტანგ შაქარიშვილის საქმის შესწავლას სთხოვს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საჩივრით მიმართავს და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვახტანგ შაქარიშვილთან დაკავშირებით, საქმის შესწავლას მოითხოვს.
ხაბეიშვილმა დოკუმენტი წარადგინა, რომლის მიხედვით, მისივე თქმით, შაქარიშვილის მეუღლის კომპანია „რეკ-დ”-ის თბილისის მერია ხელშეკრულებებს ტენდერის გარეშე, პირდაპირ უფორმებს. მისი განცხადებით, დოკუმენტების მიხედვით, ჯამში კომპანიისთვის 200 000 ლარზე მეტია გადარიცხული. ხაბეიშვილი აპირებს პროკურატურასაც მიმართოს.
თავად ვატო შაქარაშვილი კი ბრალდებებს უარყოფს და მის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უკავშირებს. მისი თქმით, მის ოჯახს კომპანიისგან შემოსავალი არ მიუღია.