ლევან იზორია ეროვნულ ასამბლეაში შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება და რეგიონში ნატო-ს ჩართულობის უფრო მაღალი ხარისხი  – ეს საკითხები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრებზე განიხილა.

ლევან იზორია ეროვნულ ასამბლეაში, ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტს ჟაკ ბრიდეს და სენატში, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის პრეზიდენტს კრისტიან კამბონს შეხვდა. საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.