მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი არჩევნების მეორე ტურში რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლებთან საუბრის შემდეგ მიიღო. იოსელიანის განმარტებით, სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერა დღის წესრიგში არასოდეს იდგა. რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, არც მას უჭერს მხარს, რადგან იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკურ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ჩაება.