საქართველოს ვიცეპრემიერი, ლევან დავითაშვილი უკრაინის მიერ „აირზენას“ დასანქცირების საკითხს მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ამასთან, ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა არ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების ადგილად.