ლევან დავითაშვილი „RMG კოპერისა“ და „RMG გოლდის“ წარმოებას ადგილზე გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია RMG კოპერისა და RMG გოლდის წარმოებას ადგილზე გაეცნო.
კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს და მინისტრმა კომპანიის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმაზე ინფორმაცია მოისმინა.
მინისტრის თქმით, გამოვლენილი დაღვევების გამოსწორების გზებზე იყო საუბარი. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯონი შუბითიძის განცხადებით, სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ხორციელდება.