„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ემიგრანტებისთვის კამპანია დაიწყო.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კამპანია „ემიგრანტები სამშობლოსთვის“ მოიცავს სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით ემიგრანტებისთვის დახმარების გაწევას, მათ მოახდინონ საარჩევნო სიებში რეგისტრაცია და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. დღესვე „ნაციონალური მოძრაობა“ გამოაქვეყნებს მოკლე ინსტრუქციას „ფეისბუქ“-გვერდზე,რომელიც დაეხმარება ემიგრანტებს ადვილად გაიარონ რეგისტრაცია და დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.